რუნები – რა არის და რაში გვეხმარება?
რუნები ძველ გერმანების და სკანდინავების დამწერლობაა, რომელიც I-დან XIII საუკუნემდე გამოიყენებოდა. ტერმინის ფუძე აღნიშნავს “საიდუმლოს”.
რუნული ანბანი, ანუ ფუთარქი, შედგება 24 რუნისგან (პლიუს ერთი სუფთა რუნი). ანბანი დაყოფილია სამ ნაწილად (ეტირად):
– ფრეიას ეტირი. ფრეია ომის და მშვიდობის, განაყოფიერების და სიყვარულის ქალღმერთია.
– ჰაგალის ეტირი. დაკავშირებულია გარდაუვალ მოვლენებთან, ცვლილებებთან…
მინერალები
მინერალური ქვები არა მარტო თავიანითი სილამაზით, არამედ სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან. მინერალები ცოცხალი არსებები არიან. ისინი მუდმივად იცვლებიან. უძველესი დროიდან მოყოლებული, შუმერები, ეგვიპტელები, ინდოელები და სხვადასხვა ცივილიზაციები, აკვირდებოდნენ და სარგებლობდნენ მინერალებით.
როგორ მუშაობენ მინერალური ქვები?
მინერალებს გააჩნით კონკრეტული ვიბრაცია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენ ენერგოველზე, ანუ ჩაკრებზე და გადავყავართ შესაბამის ვიბრაციაზე. ეს შემდეგ იწვევს ამაღლებულ ხასიათს, დაცვას, პოზიტივს… ხშირ შემთხვევაში როგორც მაგნიტი ისე იქცევიან და იკრავენ ნეგატიურ ენერგიებს.
რადგან ისინი ბუნებრივად მოპოვებულნი არიან, მათში ბუდობს მზის, მთვარის, ზღვის და სხვადასხვა პლანეტების ენერგიები. ეს ენერგიები კი ჩვენთან გადმოდიან მათთან სიახლოვისას.
🌜როგორ მოვუაროთ მინერალებს?
🛁 მინერალის შეძენის შემდეგ აუცილებელია მათი გაწმენდა, რომ მოვაშოროთ მაღაზიის, სხვა ადამიანების და მორჩენილი ენერგია.
🧼 როგორ გავწმინდოთ მინერალები? გიზიარებთ რამდენიმე გზას:
🕯 კვამლით წმენდა: პალო სანტო და სეიჯი ძალიან ძლიერი ენერგეტიკული გამწმენდები არიან. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურნელოვანი ჩხირებიც. შემოატარეთ მინერალს გამწმენდის კვამლი და გამოაღეთ ფანჯარა, რომ ძველი ენერგია გავიდეს ჩვენი სივრციდან.
💎 სელენიტი: სელენიტი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგეტიკის მატარებელი მინერალია, რომელიც არ საჭიროებს წმენდას და პირიქით, ეხმარება სხვა მინერალებს გასუფთავებაში. დადეთ სელენიტი თქვენი მინერალების კუთხეში ან დატოვეთ მინერალებთან ღამით.
💦 წყლით წმენდა: აავსეთ გამჭირვალე ჭურჭელი წყლით და ჩაალაგეთ მინერალები. ⚠️ !!!ფრთხილად იყავით, რადგაც ყველა მინერალის წყლით წმენდა არ შეიძლება, მაგალითად ფლუორიტის, სელენიტის, ტურმალინის…
🧂 მარილით წმენდა: აავსეთ გამჭირვალე ჭურჭელი ზღვის მარილით და ჩაალაგეთ მინერალები. დატოვეთ მთელი ღამით. უმჯობესია თუ მარილი არ იქნება სუფრის. ინსპირაციისთვის და მარტივი გამოსავლისთვის იხილეთ ჩვენი პროდუქტი “ყვავილების მარილი”.
🌚 მთვარის შუქი: შეარჩიეთ სასურველი მთვარის ფაზა, ნიშანი და სხვა დამახასიათებლები. გაითვალისწინეთ, რომ მოცემული მთვარის ენერგეტიკა შეესაბამებოდეს თქვენ სურვილებს. დადეთ მთვარის შუქზე მინერალები მთელი ღამის განმავლობაში.
💎 შევიძინეთ და გავწმინეთ მინერალები. რა ხდება შემდეგ?
🦦 შემდეგი ეტაპი მინერალების კორპორირებაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეცადეთ ხშირად იქონიოთ მინერალი, რომელთანაც მუშაობას აპირებთ.
👑 ატარეთ თან საკმაულის სახით. მაგალითად თუ გსურთ გულის ჩაკრაზე მუშაობა, კარგი იქნება თუ შესაბამის მინერალს გაიკეთებთ ყელსაბამად (იხილეთ როდოქროზიტი ან ჩერი კვარცი ჩვენ საიტზე, გადასქროლეთ ბოლო ფოტოზე).
👜 თუ მინერალი არაა დამუშავებული, შეგიძლიათ თან ატაროთ ჩანთით, ჯიბით…
🔮ასევე, დაიდეთ მინერალები ისეთ ადგილას, სადაც დიდ დროს ატარებთ, იქნება ეს საძინებელი, მისაღები, თუ სხვა ნებისმიერი ადგილი. ეცადეთ ძილისთვის განკუთვნილი მინერალები დაიდოთ ლოგინთან (მაგალითად ამეთვისტო, შავი მთვარის ქვა). გამწმენდი მინერალები, როგორიცაა კვარცი, სელენიტი და ა.შ. შეგიძლიათ მისაღებ ოთახში დადოთ, რომ სტუმრებმა შემოსვლისთანავე იგრნონ თავი მშვიდად და ლაღად (მათ ცუდ ენერგიასაც გაწმენდს).
🔮 როგორ დავიწყოთ მინერალებთან მუშაობა?
🌟 როდესაც გაწმენდთ და მიეჩვევით იმ მინერალს, რომელთანაც მუშაობას აპირებთ, გაქვთ რამდენიმე არჩევანი:
🧘🏻♀️ იმედიტირეთ მინერალებთან ერთად. შეარჩიეთ ისეთი მინერალი, რომელიც სასურველი შედეგის გამოღებაში დაგეხმარებათ. მაგალითად თუ გსურთ მენტალური სისუფთავე შეგიძლიათ ცადოთ ფლუორიტი, თუ თქვენი აზრის ხმამაღლა დაფიქსირება გინდათ ისწავლოთ ქალცედონი… დაიდეთ მინერალები წინ მედიტაციისას ან დაიჭირეთ მარცხენა ხელში, რომელიც მიმღები ხელია. ასე უფრო მარტივად შეიგრძნობთ მინერალის ძალას და ენერგიას.
✍🏻 დაწერეთ აფირმაციები მინერალთან ერთად.
🧚🏽♀️ დაილაგეთ მინერალები სხეულზე, სადაც რაიმე პრობლემა გესახებათ. თუ რაიმე კონკრეტულ ჩაკრაზე მუშაობა გსურთ, იმ ჩაკრის ადგილას დაიდეთ შესაბამისი მინერალი. მაგალითად თუ დავდაჯერებულობის მომატება გსურთ, მზის წნულის ჩაკრაზე, ანუ ჭიპთან, დაიდეთ ციტრინი.
🧖♀️ შემატეთ მინერალები თქვენი თავის მოვლის რუტინას. მაგალითად, სუფთა კანისთვის, აავსეთ ჭურჭელი წყლით და ჩადეთ მასში ვარდისფერი კვარცი (სუფთა). დააცადეთ წყალს დამუხტვა და შემდეგ ამ წყლის დაიბანეთ სახე, დაამზადეთ გამწმენდი…
რა საერთო აქვს ტაროს და თავის მოვლის საშუალებებს – ანუ როგორ მივხედოთ ჩვენ თავს ჰოლისტური მიდგომით.
ჩვენი სხეული და გონება არის ის საბაზისო ელემენტები, რაც გვქმნის ჩვენ “მე”-დ. შესაბამისად, როდესაც საქმე კეთილდღეობას ეხება აუცილებელია სტიმულირება მოხდეს შინაგანად, ისევე როგორც გარეგანად.
ტარო ჩვენ სულიერებაზე და შინაგან სამყაროზე მუშაობს. მიგვითითებს ქვეცნობიერულ პრობლემებზე, ხშირ შემთხვევაში დაბლოკილ ემოციებზე, ენერგიებზე… აქ გვეძლევა შესაძლებლობა კარგად გავქექოთ საკუთარი “მე” და ზედაპირზე ამოვიტანოთ ის ელემენტები, რისი დამუშავებაც გვჭირდება.