კითხვები

რა არის ტაროს ინდივიდუალური სესია?

ეს არის კონსულტაცია, სადაც ჩვენ განვიხილავთ თქვენს ემოციებს, პრობლემებს, კარიერას, ურთიერთობებს, შინაგან სამყაროს… სესიაზე დავსახავთ განვითარების ოპტიმალურ ვარიანტს.

რას მივიღებ ტაროს ინდივიდუალური სესიისგან?

სესიაზე ჩვენ ზედაპირზე ამოგვაქვს თქვენ ქვეცნობიერში არსებული ინფორმაცია, შესაბამისად უფრო მარტივი ხდება მათი დანახვა და გაანალიზება. ტარო მოგცემთ მიმართულებას და რჩევებს, თუ რა იქნება ამ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე მომგებიანი.

შეიძლება კონკრეტულად ერთ საკითხე ვისაუბროთ?

შესაძლებელია ზოგადი გაშლა ან კონკრეტულ საკითხე/კითხვაზე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჯანმრთელობის ან იურიდიული პრობლემების შემთხვევაში მიმართოთ პროფესიონალს.

ონლაინ შესაძლებელია?

რა თქმა უნდა და იგივენაირად ეფექტურია, როგორც პირისპირ.

რამდენი ხანი გვჭირდება?

დაახლოებით ნახევარი საათი.

ჩემგან რა არის საჭირო?

არაფერი. უბრალოდ მოკალათდით კომფორტულად სიმშვიდეში და იყავით გულღია.

როდის შეიძლება სესიის განმეორება?

საუკეთესო შედეგებისთვის სასურველია ყოველთვიური ვიზიტი.
იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, გრძნობთ, რომ დაიკარგეთ ან გზას აცდით, არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული ან სხვა შემთხვევებში, დიდი სიამოვნებით.

სასურველია ტაროს რჩევები გათვალისწინება განმეორებამდე.

თავის მოვლა

რომელი პროდუქტია ჩემთვის შესაფერისი?

კონკრეტულად თქვენი კანისთვის შესაფერისი პროდუქციის მოსაძებნად დამიკავშირდით და პირადად გირჩევთ.

რისგან მზადდება პროდუქტები?

ჩვენი პროდუქტები მზადდება სხვადასხვა ზეთებისგან, კარაქებისგან, ბალახეულისგან… ყველაფერი არის 100% ნატურალური. ჩვენი პროდუქტი არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და ცხოველურ პროდუქტებს. ნატურალურთან ერთად არის ეკომეგობრული და ცხოველთა მოყვარული.

როგორ შევინახო პროდუქცია?

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას. თუ ჯერ არ აპირებთ ხმარებას ან მეტი ეფექტურობისთვის, შეგიძლიათ მაცივარშიც შეინახოთ.