ნამასტე,
მე ვარ მარიამი და ძალიან მიხარია თქვენი აქ ყოფნა.
ჩემი მისიაა უკეთ გაგაცნოთ და შეგაყვაროთ საკუთარი თავი, დაგანახოთ თქვენი შინაგანი ძალა, ინტუიცია და შეგმატოთ ჯადოსნობა.
ჩვენ სივრცეში თავმოყრილია ტაროს სესიები, ეზოთერული ბლოგი, ნატურალური თავის მოვლის საშუალებები, ენერგიის გამწმენდები, მინერალები… რა აერთიანებს ამ ყველაფერს? ჰოლისტური მიდგომა.
ჩვენი სხეული და გონება არის ის საბაზისო ელემენტები, რაც გვქმნის “მე”-დ. შესაბამისად, როდესაც საქმე კეთილდღეობას ეხება, აუცილებელია როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი სტიმულირება.
შედეგად ვიღებთ ჰოლისტურ მიდგომას, რაც გვეხმარება ჩვენსა და სამყაროს შორის ჰარმონიის მიღწევაში.