Tales By Luna
Menu   ≡ ╳
  • მთავარი
  • პროდუქცია
    • სახე
    • ტანი
    • ენერგიის წმენდა
    • მინერალები
    • ნაკრები
    • ტარო
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
  • კითხვები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO

Cart

Search

Tales By Luna

Search

Cart

  • მთავარი
  • პროდუქცია
    • სახე
    • ტანი
    • ენერგიის წმენდა
    • მინერალები
    • ნაკრები
    • ტარო
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
  • კითხვები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
Tales By Luna
Menu   ≡ ╳
  • მთავარი
  • პროდუქცია
    • სახე
    • ტანი
    • ენერგიის წმენდა
    • მინერალები
    • ნაკრები
    • ტარო
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
  • კითხვები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO

Cart

Search

Home/Uncategorized/რეტროგრადული მერკური

რეტროგრადული მერკური

Posted by : admin / On : მაისი 29, 2021 / In : Uncategorized

მერკური პირველი პლანეტაა და საკმაოდ ახლოსაა დედამიწასთან, შესაბამისად ის ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. მისი რეტროგრადაც ერთ-ერთი ყველაზე არეული და გიჟური პერიოდის მომასწავლებელია.

პირველ რიგში, რა არის რეტროგრადა? ყველა პლანეტას გარკვეული ტრაექტორია აქვს, რაზეც მოძრაობენ. რეტროგრადის დროს დედამიწიდან მოჩანს თითქოს ეს პლანეტა მის ორბიტაზე საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ეს მხოლოდ ილუზიაა, და სწორედ ამას ეწოდება რეტროგრადა. ყველა პლანეტა გარკვეულ ასპექტზეა პასუხისმგებელი. საწინააღმდეგო მოძრაობისას ითვლება, რომ ამ პლანეტას “ძინავს”. შესაბამისად, ის ასპექტები, რასაც ეს პლანეტა მართავს, ირევა.

მერკური არის პლანეტა, რომელიც განაგებს ყველანაირი სახის კომუნიკაციას: მოსმენას, საუბარს, სწავლას, კითხვას… ასევე, ფორმალური კონტრაქტები და შეთანხმებები მერკურის კონტროლქვეშაა. კიდევ, მერკური დომინირებს კოდებზე, მათ შორის კომპიუტერულზეც.

ეხლა კი წარმოიდგინეთ, ყველაფერი რასაც მერკური მართავს უკუღმა დგას, ირევა და იბნევა. რეტრო მერკურის პერიოდები დაკავშირებულია დაბნეულობასთან, შეფერხებებთან, ფრუსტრაციასთან…

რას უნდა ვერიდოთ ამ პერიოდში?

– კონფლიქტებს. დაუკვირდით რას და როგორ გადმოცემთ. “ასჯერ გაზომეთ” თქვენი სათქმელი.

– მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. ამ პერიოდში ხდება ბევრი მოულოდნელი ცვლილება. ამიტომაც, თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ დაგეგმვა და შემდეგ მისი ძალაში მოყვანა საკმაოდ გაგიჭირდებათ.

– ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ინტენსიურ კომუნიკაციასთან, ხელშეკრულებების დადებას, რადგან ხშირია დოკუმენტაციის არევა.

რაში შეიძლება დაგვეხმაროს ეს პერიოდი?

– ძალიან კარგი დროა სახლის და ოფისის მოსაწესრიგებლად. გადაახარისხე და გადაყარე.

– გადახედე მოქმედ პროექტებს და დაფიქრდი რა ცვლილებები შეიძლება შეიტანო.

– გამოყავი დრო ფიქრისთვის. ეს ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ დაფიქრდე შენ წარსულზე და ნახო სადამდე მოხვედი.

ასევე, ამ პერიოდში ხშირია ადამიანების გამოჩენა წარსულიდან. ამიტომაც, თუ თქვენი ყოფილი დაგირეკავთ და გთხოვთ, რომ შერიგება უნდა, გადაეცით, რომ მერკური რეტროგრადულია. შეგიძლიათ ეს ბლოგიც დაულინკოთ.

მინერალები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ პერიოდში:

ლაპის ლაზული: ის მუშაობს ყელის ჩაკრაზე, შესაბამისად დაგეხმარებათ, რომ ზუსტად გადმოცეთ თქვენი აზრები და სწორად მოახდინოთ მათი ვერბალიზაცია. აირიდებთ თავიდან კონფლიქტებს.
ამაზონიტი: აგარიდებთ თავიდან გაღიზიანებას და გაბრაზებას. გაგიადვილებთ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას.
მალაქიტი: დაგეხმარებათ სწრაფ აზროვენაში, იმ შემთხვევაში თუ მერკურიმ უცაბედად მნიშვნელოვანი რამ აურია. ასევე, მოგეხმარებათ შეხვედრების და გასაუბრებების წარმატებით გამკლავებაში.

წარმატებები!

ბლოგის გაზიარება

1 comment

  1. კუპონი ივლისი 2, 2021 at 11:58 pm
    Reply

    შესანიშნავი შინაარსი! განაგრძეთ კარგი საქმე!

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გამოიწერეთ სიახლეები

ტელეფონის ნომერი: +995591441277
ელ-ფოსტა : contact@luna.ge
მისამართი: ირაკლი აბაშიძის 24, თბილისი 0179

Copyright © LEVANI-GT. All Rights Reserved.