მანიფესტაცია – რა არის და როგორ გავაკეთოთ?
რა არის მანიფესტაცია?
მანიფესტაცია არის ჩვენი ფიქრის და რწმენის ძალით მოზიდული და ახდენილი სურვილი, ანუ მე ვფიქრობ, მაშასადამე ეს ფიქრი ჩემთან მოვა.
კი მაგრამ, როგორ მოვახერხოთ ეს ყველაფერი?
პირველი რაც გვჭირდება ნათელი მიზანია, ანუ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა (ან განზიდვა) გვსურს, იქნება ეს ახალი ურთიერთობა თუ ძველის დამთავრება, თუ დაწინაურება, თუ უნივერსიტეტში მიღება… რაც უფრო მკაფიო და აშკარაა სურვილი, მით უფრო მარტივია მისი მოზიდვა.
მაგალითად, გინდათ თქვენი მეორე ნახევრის გაცნობა. წარმოიდგინეთ მისი ხასიათი, ღირებულებები, თვისებები…
მოიფიქრეთ რისი მანიფესტაცია გსურთ? კარგით, ვაგრძელებთ…
მანიფესტაციის მიზნის შერჩევის შემდეგ, სამყაროს უნდა “ვთხოვოთ” მისი გამოგზავნა.
ეს რამდენიმენაირად შეიძლება გავაკეთოთ.
მოიმარჯვეთ პასტა და ფურცელი და დაწერეთ რისი მანიფესტაციაც გსურთ. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი 3-6-9 მეთოდია. ვწერთ ჩვენი სურვილს 3ჯერ დილით, 6ჯერ შუადღეს და 9ჯერ საღამოს 33 ან 45 დღის განმავლობაში. მე ამას არ ვაკეთებ, რადგან მჯერა, რომ გულიდან წამოსული წერილიც საკმარისია, რომ სამყარომ შეგვამჩნიოს.
ილოცეთ.
გააკეთეთ მედიტაცია და ვიზუალიზაცია.
ხმამაღლა წარმოთქვით თქვენი სურვილი.
იმის შედეგ, რაც გადავწყვიტეთ რისი მანიფესტაცია გვსურს და ვთხოვეთ სამყაროს მისი გამოგზავნა, ვიწყებთ მათზე მუშაობას.
მანიფესტაცია კოლაბორაციაა ჩვენ და სამყაროს შორის. თუ თხოვნის შემდეგ წამოვწექით და არაფერი არ ვქენით მის ასასრულებლად, ჩვენი სურვილი დიდი ალბათობით ვერ განხორციელდება.
გამოყავით დრო და დაფიქრდით რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ეს მანიფესტაცია ასრულდეს. შემდეგ, ნელ-ნელა დღის რუტინაში ჩავსვათ.
მაგრამ რა არის მანიფესტაციის გასაღები?
როგორ უნდა მოვითხოვოთ რაიმე, თუ იმასაც არ ვაფასებთ რაც გვაქვს? მადლიერება მანიფესტაციის გასაღებია.
ამისთვის შეგვიძლია მადლიერების ჟურნალი შევქმნათ. გამოყავით დღეში 5-10 წუთი, რომ მადლობა გადაუხადოთ სამყაროს და დააფასოთ, რასაც ის თქვენთვის აკეთებს.
მანიფესტაციის გაკეთებისას მნიშვნელოვანია ასტროლოგიური მოვლენებიც. ყველაზე დიდი მნიშვნელობა კი მთვარის ფაზებს ექცევა. მთვარეს გავლენა აქვს დედამიწის ზღვებზე, ოკეანეებზე, წყლებზე და განსაზღვრავს მათ მოძრაობას, მიქცევას თუ მოქცევას. შესაბამისად ჩვენზე, რომლებიც უმეტესწილად წყლისგან შევდგებით, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. ყოველ მთვარის ფაზას განსაკუთრებული ენერგია შემოაქვს.
ახალი მთვარე: დაკავშირებულია ახალ საწყისებთან, შესაბამისად ამ დროს უმჯობესია თუ დაიწყებთ მუშაობას ისეთ საკითხებზე, რისი აღმოცენებაც გინდათ. მაგალითად, თუ გსურთ ახალი სამსახურის დაწყება, ან ახალ პარტნიორს ეძებთ.
მთვარის ზრდადი ფაზა: რისი გაზრდა და გაბევრება გსურთ? ამ დროს უმჯობესია სწორედ ეს თემები წამოწიოთ წინ. შეიძლება ეს იყოს ხელფასის ზრდა, ან მეტი რომანტიკა ურთიერთობებში.
სავსე მთვარე: ჩემი ყველაზე საყვარელი მთვარეა სამუშაოდ, რადგან ეს არის ენერგეტიკული პიკი და ამ მომენტში დაგროვილია უდიდესი მომენტუმი. სავსე მთვარესთან ერთად ჯობს იმუშაოთ ისეთ თემებზე, რისი დასრულებაც გსურთ. მაგრამ ასევე, ეს ფარულისთვის ნათლის მოფენის დროა. თუ ვერ ხვდებით რა გაწუხებთ, სად არის პრობლემა ან საერთოდ რა ხდება თქვენ თავს, სავსე მთვარეობისას გირჩევთ დააკვირდეთ, ჩაეძიოთ და გაქექოთ თქვენი ზრახვები.
კლებადი მთვარე: რისი მოშორება გსურს? შეიძლება არ გინდა ამდენი კამათი საყვარელ ადამიანებთა, შეიძლება ეჭვიანობ უსაფუძვლოდ… კლებადი მთვარე ამ თემების დაძლევაში დაგეხმარება.
ასევე, შეგიძლიათ დააკვირდეთ რა ნიშანშია მთვარე და მასაც შეუსაბამოდ. ამაზე ვცდილობ ყოველთვის მოგაწოდოთ ინფორმაცია, მომწერეთ ან თვალი ადევნეთ ჩვენ ინსტაგრამ პოსტებს.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ მანიფესტაციისას?
გაუშვით ნეგატიური ბლოკები, რომლებიც უკან გხევთ.
ყურადღება მიაქციეთ თქვენ ენერგიას. რას გაცემთ და რის გამო აკეთებთ ამ ყოველივეს?
ენდეთ პროცესს.
იყავით გულწრფელი და მაქსიმალურად კონცენტრირებული.
რომელი მინერალები დამეხმარებიან მანიფესტაციაში?
გახსოვდეთ, რომ მანიფესტაციამდე გაასუფთაოთ თქვენი და მინერალის ენერგია სეიჯით ან პალო სანტოთი.
სერდოლიკი – კრეატიულობაში და მოტივაციაში
ციტრინი – კარიერულ წინსვლაში
პირიტი – ფინანსებში
მალაქიტი – ხალხის გაცნობაში
როდოქროზიტი – სიყვარულში
კვარცი კი თქვენ მანიფესტაციას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ეს უბრალოდ მოკლე სიაა ინსპირაციისთვის. მინერალები უთვლელია, შესაბამისად არჩევანიც ამით არ შემოიფარგლება.
არჩევის და გაწმენდის შემდეგ, დამუხტეთ თქვენი მინერალი სასურველი იდეით და ატარეთ თან. თუ გაინტერესებთ როგორ იმუშაოთ მინერალებთან, იხილეთ ბლოგ პოსტი “მინერალები”.
ბედნიერი მანიფესტაცია!