რუნები – რა არის და რაში გვეხმარება?
რუნები ძველ გერმანების და სკანდინავების დამწერლობაა, რომელიც I-დან XIII საუკუნემდე გამოიყენებოდა. ტერმინის ფუძე აღნიშნავს “საიდუმლოს”.
რუნული ანბანი, ანუ ფუთარქი, შედგება 24 რუნისგან (პლიუს ერთი სუფთა რუნი). ანბანი დაყოფილია სამ ნაწილად (ეტირად):
– ფრეიას ეტირი. ფრეია ომის და მშვიდობის, განაყოფიერების და სიყვარულის ქალღმერთია.
– ჰაგალის ეტირი. დაკავშირებულია გარდაუვალ მოვლენებთან, ცვლილებებთან…
– ტირის ეტირი. ტირი ომის ღმერთია. ამ ეტირში საუბარია ხილული და უხილავი ენერგიების ჭიდილზე.
თითო ეტირში შედის 8 რუნი, რომლებიც სხვადასხვა მოვლენებზე გვესაუბრებიან. ახალი საწყისი, შინაგანი ძალა, თავდაცვა, სიყვარული… ისინი დაკავშირებული არიან სხვადასხვა ზოდიაქოებთან, ფერებთან და ტაროს არკანებთანაც კი. ტრადიციულად, ამოტვიფრულია ხეზე ან სხვადასხვა მინერალზე.
რისთვის ვხმარობთ რუნებს?
რუნები გამოიყენება, რომ უფრო მეტი გავიგოთ ჩვენ თავზე და გარემოზე, ენერგიებზე რაც ჩვენ გარშემო ტრიალებს… მათ ძალიან ძლიერი ვიბრაციები გააჩნიათ, რომელიც სინათლის მოფენაში გვეხმარებიან.
რუნები შეგვიძლია გამოვიყენოთ კონკრეტული პრობლემის ნავიგაციისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ვფლობთ სიტუაციაზე სრულ ინფორმაციას ან ვერ ვპოულობთ გამოსავალს.
როგორ მუშაობს რუნები?
ეს ენერგო-თერაპიის ერთ-ერთი სახეობაა. როდესაც კონკრეტულ პრობლემაზე ვკითხულობთ, ჩვენი ენერგიები (ცნობიერი და არაცნობიერი) თავს იყრის, კონცენტრირდება, ძლიერდება და ცდილობს ჩვენთან წვდომას. სწორედ ამ დროს ვიღებთ რამდენიმე რუნს, რომელიც ჩვენი ქვეცნობიერის პასუხს “გადმოგვითარგმნის” ჩვენთვის გასაგებ ენაზე.