Crystals
მინერალური ქვები არა მარტო თავიანითი სილამაზით, არამედ სამკურნალო თვისებებით გამოირჩევიან. მინერალები ცოცხალი არსებები არიან. ისინი მუდმივად იცვლებიან. უძველესი დროიდან მოყოლებული, შუმერები, ეგვიპტელები, ინდოელები და სხვადასხვა ცივილიზაციები, აკვირდებოდნენ და სარგებლობდნენ მინერალებით.
როგორ მუშაობენ მინერალური ქვები?
მინერალებს გააჩნით კონკრეტული ვიბრაცია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენ ენერგოველზე, ანუ ჩაკრებზე და გადავყავართ შესაბამის ვიბრაციაზე. ეს შემდეგ იწვევს ამაღლებულ ხასიათს, წარმატებას, პოზიტივს… ხშირ შემთხვევაში როგორც მაგნიტი ისე იქცევიან და იკრავენ ენერგიებს.
რადგან ისინი ბუნებრივად შექმნილი და მოპოვებულნი არიან, მათში ბუდობს მზის, მთვარის, ზღვის და სხვადასხვა პლანეტების ენერგიები. ეს ენერგიები კი ჩვენთან გადმოდიან მათთან სიახლოვისას.
როგორ ავარჩიოთ სასურველი მინერალი? ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს.
დაფიქრდით რისი მოზიდვა გსურთ. სიყვარულის? სიმშვიდის? ფინანსების? შეარჩიეთ ის ქვა, რომელიც მუშაობს ამ კონკრეტულ მოვლენაზე. შეგიძლიათ მომწეროთ და არჩევაში დაგეხმარებით ან გადახედოთ ჩვენი მინერალების აღწერებს.
შეხედე მინერალებს და დააკვირდი რომელი გიზიდავს, რომლის ენერგია გსიამოვნებს…
შეადგინე შენი ნატალური რუკა და განსაზღვრე ამის მიხედვით. ⚠️ !!!მხოლოდ მზის ნიშნით არჩევა არის ძალიან ზედაპირული.
აირჩიეთ მინერალი? მაშინ ვაგრძელებთ.
მინერალების მიღების შემდეგ, პირველი ნაბიჯი მათი წმენდაა, რომ მოვაშოროთ ადამიანების, მაღაზიის თუ კიდევ სხვა არასასურველი ენერგიები. ამიტომაც, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წმენდა იქნება. შემდეგ კი უკვე პერიოდულად, სურვილისამებრ შეგიძლიათ გაწმინდოთ.
რა შემთხვევაში ვწმენდთ მინერალებს?
ყოველთვიურად, იმის მიუხედავად თუ რა ხდება გარშემო.
თუ გრძნობთ, რომ მინერალის ენერგია შესუსტდა, დამძიმდა ან უსამოვნო გახდა.
ახალი მანიფესტაციის დაწყებისას (იხილეთ ბლოგ პოსტი “მანიფესტაცია”) ან თუ რაიმე ახალ მნიშვნელოვან “მისიაზე უშვებთ”.
თუ არასასურველი ადამიანი შეეხო.
კი მაგრამ, როგორ გავწმინდოთ მინერალები?
კვამლით წმენდა: პალო სანტო და სეიჯი ძალიან ძლიერი ენერგეტიკული გამწმენდები არიან. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურნელოვანი ჩხირები ან საკმეველი. შემოატარეთ მინერალს გამწმენდის კვამლი და გამოაღეთ ფანჯარა, რომ ძველი ენერგია გავიდეს ჩვენი სივრციდან. ბონუს ქულები თუ ვიზუალიზაციასაც გამოიყენებთ და წარმოიდგენთ როგორ ტოვებს არასასურველი ენერგია მინერალს და რჩება მხოლოდ კეთილი, სასიამოვნო ენერგიები. ეს ჩემი საყვარელი გზაა, რადგან არის ძალიან მარტივი, სწრაფი და სასიამოვნო პროცესი. იდეალურია, როდესაც იმ მომენტში გჭირდება სუფთა მინერალი.
სელენიტი: სელენიტი ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგეტიკის მატარებელი მინერალია, რომელიც არ საჭიროებს წმენდას და პირიქით, ეხმარება სხვა მინერალებს გასუფთავებაში. დადეთ სელენიტი თქვენი მინერალების კუთხეში ან დატოვეთ მინერალებთან ღამით.
⚠️ !!! რატომ არ ვწმენდ წყლით? ეს ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია, თუმცა საკმაოდ ნაკლოვანი. იმის მიუხედავად, რომ წყალზე ჯადოსნური ცოტა რამ არსებობს, ზოგი მინერალი სულ ვერ “მეგობრობს” მასთან. შეიძლება გამოიყოს ტოქსიკური ნივთიერებები, დაზიანდეს, დაიშალოს, გაუფერულდეს მინერალი… მითუმეტეს, წყლით წმენდას რამდენიმე საათი მაინც, ან უკეთესი შედეგისთვის, მთელი ღამე სჭრიდება. ამდენი ხნით მინერალის წყალში ყოფნა კიდევ უფრო მეტად არ არის რეკომენდირებული. იგივე ვრცელდება მარილით წმენდაზეც.
შევიძინეთ და გავწმინეთ მინერალები. რა ხდება შემდეგ? ახლა მინერალის დამუხტვის დროა. როგორ ვაკეთებთ ამას?
ყოველთვიურად ვცდილობ გაგიზიაროთ მთვარის ციკლზე და მის ენერგიაზე. თუ რომელიმე მთვარის ენერგეტიკა თქვენთვის საინტერესოა ან სასარგებლოდ მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ სწორედ მისი ენერგიით დამუხტოთ მინერალები. საკმარისია, რომ დადოთ ის ისეთ ადგილას, სადაც მთვარის შუქი მოხვდება (უმჯობესია) და დატოვოთ მთელი ღამით. სულ ეს არის! და ახლა თქვენ გაქვთ მთვარის ჯადოსნური ენერგიით დამუხტული მინერალი.
“ჩაიფიქრე”. მინერალთან ერთად გააკეთეთ აფირმაციები, რომ იგი დაიმუხტოს ჩვენი სასურველი ენერგეტიკით. შემდეგ კი მაგნიტივით მოიკრავს ჩვენ სურვილებს.
ეცადეთ გარკვევით “გააგებინოთ” თუ რაში გჭირდებათ დახმარება და რას ელოდებით მინერალისგან. მინერალები ფაქტიურად ცოცხალი ორგანიზმები არიან, რომლებსაც არაჩვეულებრივი მიმღებლობა აქვთ. ამიტომაც თქვენ სურვილებს მარტივად “შეისმენენ”.
შემდეგი ეტაპი მინერალების კორპორირებაა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეცადეთ ხშირად იქონიოთ მინერალი, რომელთანაც მუშაობას აპირებთ.
ატარეთ თან საკმაულის სახით. მაგალითად თუ გსურთ გულის ჩაკრაზე მუშაობა, კარგი იქნება თუ შესაბამის მინერალს გაიკეთებთ ყელსაბამად
თუ მინერალი არაა დამუშავებული, შეგიძლიათ თან ატაროთ ჩანთით, ჯიბით…
ასევე, დაიდეთ მინერალები ისეთ ადგილას, სადაც დიდ დროს ატარებთ, იქნება ეს საძინებელი, მისაღები, თუ სხვა ნებისმიერი ადგილი. ეცადეთ ძილისთვის განკუთვნილი მინერალები დაიდოთ ლოგინთან (მაგალითად ამეთვისტო, შავი მთვარის ქვა). გამწმენდი მინერალები, როგორიცაა კვარცი, სელენიტი და ა.შ. შეგიძლიათ მისაღებ ოთახში დადოთ, რომ სტუმრებმა შემოსვლისთანავე იგრნონ თავი მშვიდად და ლაღად (მათ ცუდ ენერგიასაც გაწმენდს).
როგორ დავიწყოთ მინერალებთან მუშაობა?
როდესაც გაწმენდთ და მიეჩვევით იმ მინერალს, რომელთანაც მუშაობას აპირებთ, გაქვთ რამდენიმე არჩევანი:
იმედიტირეთ მინერალებთან ერთად. დაიდეთ მინერალები წინ მედიტაციისას ან დაიჭირეთ მარცხენა ხელში, რომელიც მიმღები ხელია. ასე უფრო მარტივად შეიგრძნობთ მინერალის ძალას და ენერგიას.
დაწერეთ აფირმაციები მინერალთან ერთად.
დაილაგეთ მინერალები სხეულზე, სადაც რაიმე პრობლემა გესახებათ. თუ რაიმე კონკრეტულ ჩაკრაზე მუშაობა გსურთ, იმ ჩაკრის ადგილას დაიდეთ შესაბამისი მინერალი. მაგალითად თუ დავდაჯერებულობის მომატება გსურთ, მზის წნულის ჩაკრაზე, ანუ ჭიპთან, დაიდეთ ციტრინი.
შემატეთ მინერალები თქვენი თავის მოვლის რუტინას. მაგალითად, სუფთა კანისთვის, აავსეთ ჭურჭელი წყლით და ჩადეთ მასში ვარდისფერიკვარცი (სუფთა). დააცადეთ წყალს დამუხტვა და შემდეგ ამ წყლის დაიბანეთ სახე, დაამზადეთ გამწმენდი…
გახსოვდეთ, რომ ამ ჯადოსნური სამყაროს მიზანი არის თვითშემეცნება და იმის პოვნა, თუ რა გვსიამოვნებს და რას გვკარნახობს ჩვენი შინაგანი მე. ამიტომაც, მე გაგიზიარებთ ჩემ საყვარელ პრაქტიკებს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ, რომ სასურველი ცვლილებები შეიტანოთ. 💆🏻♀️Find what feels good!