რეტროგრადული მერკური
მერკური პირველი პლანეტაა და საკმაოდ ახლოსაა დედამიწასთან, შესაბამისად ის ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. მისი რეტროგრადაც ერთ-ერთი ყველაზე არეული და გიჟური პერიოდის მომასწავლებელია.
პირველ რიგში, რა არის რეტროგრადა? ყველა პლანეტას გარკვეული ტრაექტორია აქვს, რაზეც მოძრაობენ. რეტროგრადის დროს დედამიწიდან მოჩანს თითქოს ეს პლანეტა მის ორბიტაზე საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ეს მხოლოდ ილუზიაა, და სწორედ ამას ეწოდება რეტროგრადა. ყველა პლანეტა გარკვეულ ასპექტზეა პასუხისმგებელი. საწინააღმდეგო მოძრაობისას ითვლება, რომ ამ პლანეტას “ძინავს”. შესაბამისად, ის ასპექტები, რასაც ეს პლანეტა მართავს, ირევა.
მერკური არის პლანეტა, რომელიც განაგებს ყველანაირი სახის კომუნიკაციას: მოსმენას, საუბარს, სწავლას, კითხვას… ასევე, ფორმალური კონტრაქტები და შეთანხმებები მერკურის კონტროლქვეშაა. კიდევ, მერკური დომინირებს კოდებზე, მათ შორის კომპიუტერულზეც.
ეხლა კი წარმოიდგინეთ, ყველაფერი რასაც მერკური მართავს უკუღმა დგას, ირევა და იბნევა. რეტრო მერკურის პერიოდები დაკავშირებულია დაბნეულობასთან, შეფერხებებთან, ფრუსტრაციასთან…
რას უნდა ვერიდოთ ამ პერიოდში?
– კონფლიქტებს. დაუკვირდით რას და როგორ გადმოცემთ. “ასჯერ გაზომეთ” თქვენი სათქმელი.
– მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. ამ პერიოდში ხდება ბევრი მოულოდნელი ცვლილება. ამიტომაც, თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ დაგეგმვა და შემდეგ მისი ძალაში მოყვანა საკმაოდ გაგიჭირდებათ.
– ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ინტენსიურ კომუნიკაციასთან, ხელშეკრულებების დადებას, რადგან ხშირია დოკუმენტაციის არევა.
რაში შეიძლება დაგვეხმაროს ეს პერიოდი?
– ძალიან კარგი დროა სახლის და ოფისის მოსაწესრიგებლად. გადაახარისხე და გადაყარე.
– გადახედე მოქმედ პროექტებს და დაფიქრდი რა ცვლილებები შეიძლება შეიტანო.
– გამოყავი დრო ფიქრისთვის. ეს ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ დაფიქრდე შენ წარსულზე და ნახო სადამდე მოხვედი.
ასევე, ამ პერიოდში ხშირია ადამიანების გამოჩენა წარსულიდან. ამიტომაც, თუ თქვენი ყოფილი დაგირეკავთ და გთხოვთ, რომ შერიგება უნდა, გადაეცით, რომ მერკური რეტროგრადულია. შეგიძლიათ ეს ბლოგიც დაულინკოთ.
მინერალები, რომლებიც დაგეხმარებიან ამ პერიოდში:
ლაპის ლაზული: ის მუშაობს ყელის ჩაკრაზე, შესაბამისად დაგეხმარებათ, რომ ზუსტად გადმოცეთ თქვენი აზრები და სწორად მოახდინოთ მათი ვერბალიზაცია. აირიდებთ თავიდან კონფლიქტებს.
Amazonite: აგარიდებთ თავიდან გაღიზიანებას და გაბრაზებას. გაგიადვილებთ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას.
Malachite: დაგეხმარებათ სწრაფ აზროვენაში, იმ შემთხვევაში თუ მერკურიმ უცაბედად მნიშვნელოვანი რამ აურია. ასევე, მოგეხმარებათ შეხვედრების და გასაუბრებების წარმატებით გამკლავებაში.
წარმატებები!
ნუმეროლოგია
ნუმეროლოგია ციფრების შესწავლაა, რომელიც გამოიყენება ადამიანის ქცევების შესწავლაში. ის აერთიანებს მათემატიკას (ზუსტ მეცნიერებას) და ეზოთერიას. კარლ იუნგის აზრით, სწორედ რიცხვები უძღვება წინ ცნობიერებას და აზრების გამოხატულების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ფორმაა.
ნუმეროლოგიურად, კონკრეტული ციფრები კონკრეტულ თვისებებთან და თემებთან არიან დაკავშირებულები. სამყაროში ყველაფერი შედგება ციფრებისგან და ყველა საგანი შეესაბამება გარკვეულ ციფრს. ნუმეროლოგია ძალიან კარგი გზაა, რომ აღმოაჩინოთ რატომ დაგყვებიან კონკრეტული ციფრები. ეს სამყაროს კომუკაციის საშუალებაა.
პრინციპი ძალიან მარტივია. რიცხვებს ვკრებთ იქამდე, სანამ მათი ჯამი არ გამოვა ერთიდან ცხრის ჩათვლით რომელიმე ციფრი. ყველაზე გავრცელებული მეთოდი დაბადების ციფრის გამოთვაა. მაგალითად გიზიარებთ ჩემსას:
♌️ 22 აგვისტო 1999 (22/08/1999)
2+2+8+1+9+9+9= 40 4+0=4 👉🏼ჩემი დაბადების რიცხვი გამოვიდა 4!
დაბადების რიცხვების მნიშვნელობა:
1 (მზე) – ეს ადამიანები თავს სამყაროს ცენტრად გრძნობენ. მათ უშრეტი ენერგიის მარაგი აქვთ, მიიღწვიან ლიდერობისკენ, მაგრამ ახასიათებთ სიამაყე და არასტაბილურობა.
2 (მთვარე) – ეს ადამიანები სენტიმენტალურები და მგრძნობიარეები არიან. მათში დიდი დუალიზმი ვლინდება, მაგრამ არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები. მათ კარგი ინტუიცია აქვთ.
3 (იუპიტერი) – ამ ადამიანებს უყვართ სხვების დახმარება. ძალიან პოზიტიური და ოპტიმისტები არიან, მაგრამ უყვართ სიტუაციის გაკონტროლება.
4 (ურანი, მერკური) – ეს ადამიანები “ფსიქოლოგები” არიან. მათი ძლიერი მხარე კომუნიკაცია და ინფორმატიულობაა. პერფექციონიზმი მათ ნაკლად შეიძლება იქცეს.
5 (იუპიტერი, მერკური) – ამ ადამიანებს ხშირად რჩევებს ეკითებიან და დიდი ავტორიტეტი აქვთ გარშემომყოფებში. მარტივად იტანენ ცვლილებებს და უყვართ სიახლეები.
6 (ვენერა) – ამ ადამიანებისთვის ოჯახი და ურთიერთობები მთავარია. ჰარმონია, ნდობა და რომანტიულობა მათი ძლიერი მხარეებია, მაგრამ ხანდახან ეშმაკობაც ახასიათებთ.
7 (ნეპტუნი, სატურნი) – ეს ადამიანები სამყაროს თავისებურად აღიქვავენ, რთულად ეგუებიან სხვებს, მაგრამ დიდად ამაზე არ განიცდიან. ისინი იდეალისტები და თან მატერიალისებიც არიან. ამავდროულად, სულიერი ზრდა მათი მახასიათებელია.
8 (სატურნი, ურანი) – ორიგინალურები და განსახვავებულები არიან. ისინი ცოცხალი გონებით და იუმორით გამოირჩევიან, მაგრამ ცვალებადობა ახასიათებთ.
9 (ნეპტუნი) – მოტივირებულები და ამიციურები არიან. მისდევენ მაღალ ფასეულობებს, მაგრამ ხშირად უჭირთ ილუზიის რეალობისგან გარჩევა.
მანიფესტაცია – რა არის და როგორ გავაკეთოთ?
რა არის მანიფესტაცია?
მანიფესტაცია არის ჩვენი ფიქრის და რწმენის ძალით მოზიდული და ახდენილი სურვილი, ანუ მე ვფიქრობ, მაშასადამე ეს ფიქრი ჩემთან მოვა.
კი მაგრამ, როგორ მოვახერხოთ ეს ყველაფერი?
პირველი რაც გვჭირდება ნათელი მიზანია, ანუ უნდა ვიცოდეთ რისი მოზიდვა (ან განზიდვა) გვსურს, იქნება ეს ახალი ურთიერთობა თუ ძველის დამთავრება, თუ დაწინაურება, თუ უნივერსიტეტში მიღება… რაც უფრო მკაფიო და აშკარაა სურვილი, მით უფრო მარტივია მისი მოზიდვა.
მაგალითად, გინდათ თქვენი მეორე ნახევრის გაცნობა. წარმოიდგინეთ მისი ხასიათი, ღირებულებები, თვისებები…
მოიფიქრეთ რისი მანიფესტაცია გსურთ? კარგით, ვაგრძელებთ…
მანიფესტაციის მიზნის შერჩევის შემდეგ, სამყაროს უნდა “ვთხოვოთ” მისი გამოგზავნა.
ეს რამდენიმენაირად შეიძლება გავაკეთოთ.
მოიმარჯვეთ პასტა და ფურცელი და დაწერეთ რისი მანიფესტაციაც გსურთ. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდი 3-6-9 მეთოდია. ვწერთ ჩვენი სურვილს 3ჯერ დილით, 6ჯერ შუადღეს და 9ჯერ საღამოს 33 ან 45 დღის განმავლობაში. მე ამას არ ვაკეთებ, რადგან მჯერა, რომ გულიდან წამოსული წერილიც საკმარისია, რომ სამყარომ შეგვამჩნიოს.
ილოცეთ.
გააკეთეთ მედიტაცია და ვიზუალიზაცია.
ხმამაღლა წარმოთქვით თქვენი სურვილი.
იმის შედეგ, რაც გადავწყვიტეთ რისი მანიფესტაცია გვსურს და ვთხოვეთ სამყაროს მისი გამოგზავნა, ვიწყებთ მათზე მუშაობას.
მანიფესტაცია კოლაბორაციაა ჩვენ და სამყაროს შორის. თუ თხოვნის შემდეგ წამოვწექით და არაფერი არ ვქენით მის ასასრულებლად, ჩვენი სურვილი დიდი ალბათობით ვერ განხორციელდება.
გამოყავით დრო და დაფიქრდით რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ეს მანიფესტაცია ასრულდეს. შემდეგ, ნელ-ნელა დღის რუტინაში ჩავსვათ.
მაგრამ რა არის მანიფესტაციის გასაღები?
როგორ უნდა მოვითხოვოთ რაიმე, თუ იმასაც არ ვაფასებთ რაც გვაქვს? მადლიერება მანიფესტაციის გასაღებია.
ამისთვის შეგვიძლია მადლიერების ჟურნალი შევქმნათ. გამოყავით დღეში 5-10 წუთი, რომ მადლობა გადაუხადოთ სამყაროს და დააფასოთ, რასაც ის თქვენთვის აკეთებს.
მანიფესტაციის გაკეთებისას მნიშვნელოვანია ასტროლოგიური მოვლენებიც. ყველაზე დიდი მნიშვნელობა კი მთვარის ფაზებს ექცევა. მთვარეს გავლენა აქვს დედამიწის ზღვებზე, ოკეანეებზე, წყლებზე და განსაზღვრავს მათ მოძრაობას, მიქცევას თუ მოქცევას. შესაბამისად ჩვენზე, რომლებიც უმეტესწილად წყლისგან შევდგებით, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. ყოველ მთვარის ფაზას განსაკუთრებული ენერგია შემოაქვს.
ახალი მთვარე: დაკავშირებულია ახალ საწყისებთან, შესაბამისად ამ დროს უმჯობესია თუ დაიწყებთ მუშაობას ისეთ საკითხებზე, რისი აღმოცენებაც გინდათ. მაგალითად, თუ გსურთ ახალი სამსახურის დაწყება, ან ახალ პარტნიორს ეძებთ.
მთვარის ზრდადი ფაზა: რისი გაზრდა და გაბევრება გსურთ? ამ დროს უმჯობესია სწორედ ეს თემები წამოწიოთ წინ. შეიძლება ეს იყოს ხელფასის ზრდა, ან მეტი რომანტიკა ურთიერთობებში.
სავსე მთვარე: ჩემი ყველაზე საყვარელი მთვარეა სამუშაოდ, რადგან ეს არის ენერგეტიკული პიკი და ამ მომენტში დაგროვილია უდიდესი მომენტუმი. სავსე მთვარესთან ერთად ჯობს იმუშაოთ ისეთ თემებზე, რისი დასრულებაც გსურთ. მაგრამ ასევე, ეს ფარულისთვის ნათლის მოფენის დროა. თუ ვერ ხვდებით რა გაწუხებთ, სად არის პრობლემა ან საერთოდ რა ხდება თქვენ თავს, სავსე მთვარეობისას გირჩევთ დააკვირდეთ, ჩაეძიოთ და გაქექოთ თქვენი ზრახვები.
კლებადი მთვარე: რისი მოშორება გსურს? შეიძლება არ გინდა ამდენი კამათი საყვარელ ადამიანებთა, შეიძლება ეჭვიანობ უსაფუძვლოდ… კლებადი მთვარე ამ თემების დაძლევაში დაგეხმარება.
ასევე, შეგიძლიათ დააკვირდეთ რა ნიშანშია მთვარე და მასაც შეუსაბამოდ. ამაზე ვცდილობ ყოველთვის მოგაწოდოთ ინფორმაცია, მომწერეთ ან თვალი ადევნეთ ჩვენ ინსტაგრამ პოსტებს.
კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ მანიფესტაციისას?
გაუშვით ნეგატიური ბლოკები, რომლებიც უკან გხევთ.
ყურადღება მიაქციეთ თქვენ ენერგიას. რას გაცემთ და რის გამო აკეთებთ ამ ყოველივეს?
ენდეთ პროცესს.
იყავით გულწრფელი და მაქსიმალურად კონცენტრირებული.
რომელი მინერალები დამეხმარებიან მანიფესტაციაში?
გახსოვდეთ, რომ მანიფესტაციამდე გაასუფთაოთ თქვენი და მინერალის ენერგია სეიჯით ან პალო სანტოთი.
სერდოლიკი – კრეატიულობაში და მოტივაციაში
ციტრინი – კარიერულ წინსვლაში
პირიტი – ფინანსებში
მალაქიტი – ხალხის გაცნობაში
როდოქროზიტი – სიყვარულში
კვარცი კი თქვენ მანიფესტაციას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ეს უბრალოდ მოკლე სიაა ინსპირაციისთვის. მინერალები უთვლელია, შესაბამისად არჩევანიც ამით არ შემოიფარგლება.
არჩევის და გაწმენდის შემდეგ, დამუხტეთ თქვენი მინერალი სასურველი იდეით და ატარეთ თან. თუ გაინტერესებთ როგორ იმუშაოთ მინერალებთან, იხილეთ ბლოგ პოსტი “მინერალები”.
ბედნიერი მანიფესტაცია!