რა არის ტარო?
ტარო არის კარტი მდიდარი ისტორიით და კულტურით. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა საზოგადოების ფილოსოფია, ცოდნა, რელიგია, მორალები, იდეები და ა.შ. საწყისი აღმოსავლეთია, დაახლოებით VII საუკუნე. დროთა განმავლობაში განვითარდა სათამაშო კარტებიდან დივინაციის საშუალებამდე და ახლა იხვეჭს სახელს როგორც ფსიქოლოგიური მეცნიერება.
ტარო გვეხმარება საკუთარი თავის და ემოციების გაგებაში, ჩვენი კონფლიქტების და ზრახვების მიზეზების ამოცნობაში, ქმედებების გაშიფვრაში… ტაროს მამოძრავებელი ძალა ქის ენერგიაა, რომელიც აღმოსავლური ფილოსოფიის მიხედვით ცხოვრებას მართავს და ის ყველაში და ყველაფერშია. ტარო იმუხტება იმ ადამიანის ენერგეტიკით, ვინ მასთან ინფორმაციის მისაღებად მიდის და გვეუბნება პასუხებს.
ტარო და მკითხაობა? I think not…
ბევრი მეკითხება მჯერა თუ არა ტაროს “წინასწარმეტყველების”, რას მოიცავს ტაროზე ‘მკითხაობა”… მინდა, რომ განვმარტო თუ რატომ არ არის ტარო მკითხაობა და რა არის მისი ბევრად უფრო სასარგებლო დანიშნულება.
პირველ რიგში, არ არსებობს ძალა, რომელმაც იცის თუ რა მოხდება მომავალში. ნუ, თუ არსებობს ჯერ მასთან წვდომა არ გვაქვს. მომავალი მუდმივად ცვალებადია და მას რამდენიმე ასპექტი განაპირობებს: კარმა, ფორს მაჟორი, განათლება, დამოკიდებულება და მოქმედება. ტარო გვაწვდის ინფორმაციას მოვლენების განვითარების ალბათობაზე, მაგრამ საბოლოო შედეგი ჩვენზეა დამოკიდებული.
ტარო გვაძლევს შეგრძნებას, თუ რა ხდება გაშლის მომენტში და გვანახებს ენერგიებს, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი ეგოსთვის უხილავია. ამიტომაც ეს ჩვენი შესაძლებლობების ანარეკლი უფროა, ვიდრე მომავლის განჭვრეტა.
თუ არსებობს კითხვა, მაშინ მასზე პასუხიც არის. უბრალოდ ეს პასუხი ჩვენ ქვეცნობიერშია დალექილი. სწორედ ამაში გვეხმარება ტარო: გარდავქმნათ ხილვადად და ზედაპირზე ამოვიტანოთ ჩვენთვის უხილავი ენერგიები, ფიქრები, ემოციები…
ვინც ჩემ სესიაზე ყოფილხართ, გეცოდინებათ, რომ ეს მარტო ტაროს “მონოლოგი” არ არის, არამედ ჩემი (როგორც მედიატორის), თქვენი და ტაროს კოლაბორაციაა ამოვიცნოთ პრობლემა და მივიღოთ რჩევები. სადაც ლოგიკა ვერ პოულობს ზუსტ პასუხს, იქ ერთვება ინტუიცია და არაცნობიერი, რომელიც ზედაპირზე ამოდის სესიის დროს.
ტარო ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ გართობა. ის არის ძლიერი ინსტრუმენტი მივიღოთ გადაწყვეტილებები სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით: გულის, გონების და სულის.